ქ. ძველი გაგრის ბაზილიკა

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი გაგრა.
კომპლექსში შემავალი ნაგებობა: სამეკლესიიანი ბაზილიკა.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: ეკლესია თარიღდება VI საუკუნით. ის წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას. ტაძარი აგებულია უხეშად დამუშავებული კვადრების სწორი რიგებით. მთავარ ნავს შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთ ნავს გრძივი კედლიდან. სამხრეთი ნავი, მთავარ ეკლესიას უერთდება ორი მცირე კარით. ერთი კარით გავდივართ, ასევე ჩრდილოეთის ეგვტერში, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს დასავლეთ კედელში. მთავარი ეკლესია ნათდება სამი სარკმლით, სამხრეთ კედელზე და თითო-თითო სარკმლით დასავლეთ კედელსა და საკურთხეველში. ტაძრის გაფორმება შემოფარგლულია მხოლოდ ე.წ. “ბოლნური” ჯვრებით, რომელიც განთავსებულია დასავლეთი კარის ტიმპანზე და სარკმლის გვერდით. ძველი გაგრის ტაძარი VI-IX საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ბაზილიკების ანალოგიურია.
ამჟამინდელი მდგომარეობა:
ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ტაძარი საჭიროებს გადახურვის შეცვლას, ხოლო ციხეს ესაჭიროება საკონსერვაციო სამუშაოები.
გაგრის ბაზილიკას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია