ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ღვადა.
აგების თარიღი: შუა საუკუნეები.
არქიტექტურული აღწერა: ციხე-სიმაგრე ნაშენია რიყის ქვით. შედგება ორი კოშკისგან. დასავლეთის კოშკი აღმოსავლეთისაზე გაცილებით დიდია. სიმაგრე აგებულია ხევის პირას.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.