სოფ. ფოქვეშის ეკლესია „აბაა“

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფოქვეში.

აგების თარიღი: შუა საუკუნეები.

არქიტექტურული აღწერა: დარბაზული ტიპის ეკლესია, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გარეთ არ მჟღავნდება. ნაგებია რიყის ქვით. აფსიდში ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულია ნახევარწრიული ღრმა ნიში. ძეგლის სახურავი და ნაწილობრივ კედლებიც დანგრეულია. ძეგლი მთლიანად დაფარულია მცენარეებით.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია