სოფ. კელასურის არქიტექტურული კომპლექსი

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სოხუმის მუნიციპალიტეტი, სოფელი კელასური.

აგების თარიღი: XI- XIV  საუკუნეები.

არქიტექტურული აღწერა: სოხუმის რაიონში, სოფ. კელასურის მახლობლად, მდებარეობს XI- XIV  საუკუნეების კელასურის  არქიტექტურული კომპლექსი. რომლის ცენტრში აღმართული იყო  დარბაზული ტიპის  დიდი ტაძარი. მას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. ტაძარი, როგორც  ჩანს, შემკული იყო ფრესკული მოხატულობით.
მთავარი ტაძრის გვერდით მდებარეობს უფრო გვიანი პერიოდის პატარა ეკლესია და  სხვა ნაგებობები. კელასურის საეკლესიო კომპლექსი გარშემორტყმული იყო  ქვის  მასიური  გალავნით, რომელსაც  დატანებული ჰქონდა  დიდი  თაღოვანი  შესასვლელი.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

+კლასიფიკაცია