ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაციჰაბლა.
აგების თარიღი: შუა საუკუნეები.
არქიტექტურული აღწერა: ეკლესია დარბაზული ტიპისაა. კედლები შემორჩენილია სრულ სიმაღლეზე, ჩამოქცეულია მხოლოდ კამარა. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარის თავზე არის თაღოვანი სარკმელი. აღმოსავლეთით აფსიდში არის ერთი სარკმელი, მის ორივე მხარეს კი ნიში. ჩრდილოეთით ჰქონია მინაშენი, რომელიც ამჟამად სრულად დანგრეულია.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.