ბაგრატის ციხე ქ. სოხუმთან

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკა, ქალაქ სოხუმის მახლობლად, მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირი.
კომპლექსში შემავალი ნაგებობა: ციხე.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: ბაგრატის ციხე განახლებულია X-XI საუკუნეების. მიჯნაზე, საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის (978-1014) მიერ. X-XIV სს-ში იგი წარმოადგენდა ცხუმის ერისთავთა რეზიდენციას. XVI საუკუნიდან, როდესაც ქალაქმა დასავლეთისაკენ, მდ. ბესლეთის მარჯვენა ნაპირზე გადაინაცვლა, მან მნიშვნელობა დაკარგა და დაცარიელდა.
ციხე გეგმაში ოვალური ფორმისაა. მისი კედლები კარგადაა შემონახული. ოთხკუთხა კოშკით დაცული კარიბჭე წარმოადგენდა შუა საუკუნეების ქალაქ ცხუმის (სოხუმის) ციტადელს.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

     ბაგრატის ციხეს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია