ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი არადუ.
აგების თარიღი: გვიანი შუა საუკუნეები.
არქიტექტურული აღწერა: ნაგებობა წარმოადგენდა ხის დარბაზულ ეკლესია. აღმართული იყო სამსაფეხურიან ცოკოლზე. XX საუკუნის შუა წლებში ეკლესია დაუშლიათ და ხის მასალა გამოუყენებიათ სკოლის შენობისთვის.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.