ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
წყაროსთავის მონასტერი მდებარეობს კარჩხალას ხეობის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ფერდის კალთაზე. დააარსა ილარიონ წყაროსთაველმა IX საუკუნეში, 830-40 წლებში.
მონასტერი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით. აქ იყო გუმბათიანი ეკლესია; რამდენიმე დარბაზული ეკლესია, რომელთაგან ორი კლდის ქიმზეა ნაშენი; უზარმაზარი ორსართულიანი სატრაპეზო; სენაკები; დიდი, ერთმანეთთან დაკავშირებული სამონასტრო ნაგებობები. ნანგრევებში შემორჩენილია თაღოვანი ღიობები, კამარები… ძირითადად ნაგებია უხეშად თლილი ბაცი ნაცრისფერი კირქვითა და ბაზალტით.
მთავარი ეკლესია ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა იყო, რომლისგანაც დარჩენილია მხოლოდ ჩრდ. მკლავის კედლები, ნაწილობრივ დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელი და ჩრდილოეთ პასტოფორიუმი, რომელსაც კამარა, კონქი და გადახურვა შემორჩენილი აქვს.
ნაშენია კარგად თლილი, დიდი ზომის ბაცი ნაცრისფერი კირქვით. წყობა ცხოველხატულია. სამწუხაროდ, თავსართისა და დეკორის ქვები შემორჩენილი აღარაა.
ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი ორსართულიანი სატრაპეზოა. მეორე სართულის დარბარბაზი კარის ღიობითა და მცირე თაღოვანი სარკმელებით იხსნება ხეობის მხარეს.