ჩანგლი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ყარსიდან 80-იოდე კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიული საქართველოდან სრულიად მოწყვეტილად, ამჟამად ქურთებით დასახლებულ მთიანი სოფლის ცენტრში, დგას შესაშური ოსტატობით ნაგები ჩანგლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. მის დასავლეთ ფასადზე, ცენტრალური კარიდან სამხრეთ მონაკვეთი მთლიანად მრავალსტრიქონიან ასომთავრულ წარწერას უჭირავს, რომელიც გვამცნობს, რომ ძეგლი მე-14 საუკუნეში აუგიათ იმ მცირე მონაკვეთში, როცა ეს მხარე ქართული ეკლესიის მფლობელობაში იმყოფებოდა. რამოდენიმე ქართული წარწერა გვხვდება ასევე კარნიზზე, ხოლო სოფელში სახლების კედლებში ჩაშენებულ საფლავის ქვებზეც ქართული ეპიტაფიებია შემორჩენილი.

ძეგლი გეგმაში სამხრეთით და ჩრდილოეთით მცირედ შვერილ მკლავიან ჯვარს წარმოადგენს რომლის საკურთხევლის გარდიგარდმო ვიწრო პასტაფორიუმებია მოწყობილი. ინტერიერში აღსანიშნავია გუმბათის ყელის უჩვეულო არქიტექტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა. ტრომპ-აფრებზე დაყრდნობილ გუმბათი გრეხილი ორი ლილვით იწყება, რომელზეც რვა ორ ნაწილიანი სვეტია მოთავსებული და შეკრულ თაღნარს ქმნის. თაღებს შორის თაღოვანი სარკმლებია. ასევე სამ-სამი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავშიც. საკურთხეველი ცენტრალური სარკმლით ნათდება რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია მოწყობილი.

გარედან ისევ გუმბათის მხატვრულ-არქიტექტურული სახე იქცევს მნახველის ყურადღებას. 16 ნაწილიან თაღნარში, რომელიც შეწყვილებულ ლილვებს ეყრდნობა, მონაცვლეობით ხან სარკმელია გაჭრილი, ხანაც სამკუთხა ნიშებია შეჭრილი.

+მეტამონაცემები