ურთა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ურთას ბაზილიკა X საუკუნისაა. შენობა რომ კარგად შემორჩა იმ მეჩეთის დამსახურება უნდა იყოს, რომელიც აქ მოუწყვიათ. ეტყობა იმ დროისთვის კამარები ჩაქცეული იყო, რადგან სახურავები მთლიანად განახლებულია, მაგრამ შენარჩუნებულია ბაზილიკური ეკლესიის სტრუქტურა და მთავარი ფორმები.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის აფსიდია. რომელის ცენტრში სარკმელი, აქეთ-იქით კი – სამ-სამი ნიშების მწკრივია.

აფსიდის ორსავ მხარეს არის კვადრატული პასტოფორიუმები.

ბაზილიკა სამნავიანია, გვერდის ნავები, რომლებიც საკმაოდ ვიწროა ცენტრალური განიერი ნავისაგან 3 წყვილი მასიური მრგვალი ბურჯებით გამოიყოფა. ამ ბურჯებს უშველებელი, მონუმენტური სტილიზებული იონური კაპიტელები აგვირგვინებს, კაპიტელები საკმაოდ მძიმეა და მასიური. ამ შთაბეჭდილებას ისიც ამძაფრებს, რომ ინტერიერი მეჩეთის მოთხოვნების შესაბამისად მწვანე და ფირუზისფერ ფერებშია შეღებული. აღმოსავლეთით ორი სახატე ნიშია, ასევე უხვად შემკული მცენარეული ორნამენტებით.

აღმოსავლეთის ფასადზე არის სამკუთხა ნიშები. ერთ-ერთი ნიშის კონქში ადამიანის სახეა გამოხატული, შესაძლებელია ანგელოზის, ისე როგორც იშხანში, კუმურდოში და სხვა ეკლესიებში გვხვდება.
გარედან კარგად ნათალი ქვითაა ნაშენი. ბაზილიკური ფორმა ახლა აღარ ჩანს, რადგან თანამედროვე გადახურვაა მოწყობილი.

+მეტამონაცემები