ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ოთხთას წყლის ხეობის მარცხენა ფერდზე, ოთხთა ეკლესიის ასახვევის ოდნავ ზევით, საზაფხულო სადგომის თავზე შემორჩენილია მუხლაჯიგილისის ეკლესიის ნანგრევები.
ეკლესია მცირე ზომის ტეტრაკონქს წარმოაგდენდა. დანგრევას მხოლოდ სუბსტრუქცია და ზედ გეგმის დონეზე შენარჩუნებული კედლები გადაურჩა. ეკლესიის სუბსტრუქცია ნაგები იყო კლდოვანი უხეშად დამუშავებული ქვებით, ხოლო ზედა ნაწილი – კარგად თლილი კვადრებით. როგორც შემორჩენილი ბუდეებიდან ჩანს, წყობა თარაზული იყო.