კოპი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

მდინარე ბარდუს ჩაის მარცხნენა ნაპირზე უზარმაზარ გამოქვაბულში, კლდის ბაქანზე, გაშენებულია არქიტექტურული კომპლექსი, რომლის აღმოსავლეთით, უფრო მაღლა, კლდებში გამოკვეთილია დარბაზული ეკლესია. ეკლესიამდე მისასვლელი გზა მოშლილია. ეკლესიის სამხრეთის და ნაწილობრივ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ამოშენებულია რუხი ფერის ბაზალტის კვადრებით, რომლებიც ერწყმიან კლდის ფაქტურას. ჰორიზონტალები დაცულია. გადახურულია ქვის სახურავით. შესასვლელი სამხრეთითაა.აღმოსავლეთით დასავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. სამხრეთის წრიული სარკმლის საპირე პროფილირებულია. დასავლეთ კუთხეზე შერჩენილია კარგად ნათალი პროფილირებული კარნიზის ფრაგმენტი. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები.

+მეტამონაცემები