ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
კინეპოსის კომპლექსი მდებარეობს სოფ. ელმაზუდუს მახლობლად, ხეობის ფერდებსა და კონცხზე. კომპლექსში შემონახულია რამოდენიმე ეკლესიისა და დამხმარე ნაგებობების ნანგრევები. მათ შორის, ყველაზე გამორჩეულია IX-X საუკუნის, ტეტრაკონქის ტიპის, გუმბათიანი ეკლესია. ნაგებია უხეშად დამუშავებული, რუხი ფერის, მომცრო ზომის კვადრებით. ჰორიზონტალები დაცულია. საკურთხევლის გვერდებზე პასტოფორიუმებია. სამხრეთით მიშენებული აქვს კვადრატული ოთახი და სამლოცველო. ეკლესიის გუმბათი, მინაშენი, დასავლეთის და სამხრეთის აფსიდები დანგრეულია.
გუმბათიანი ეკლესიის შორიახლოს დგას IX-X საუკუნის სამი გუმბათიანი ეკლესია. ერთ-ერთს ჩრდილოეთიდან პორტიკიანი კარი და ლორფინის გადახურვა ჰქონდა. ჩრდილოეთითვე ჰქონდა სკრიპტა, ყველა ეკლესიის კამარები ჩამოქცეულია.