იშხანი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

რესტავრაციის დაწყებამდე

იშხნის საეპისკოპოსო ტაძარი VII ს-ში აშენდა, თუმცა ნაგებობა X-XI საუკუნეებში საფუძვლიანად განახლდა. ტაძარი ნაგებია კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით და უხვადაა შემკული ორნამენტებით, წარწერებითა და რელიეფებით. წყობა ცხოველხატულია. გუმბათი სეგმენტურად დახურულია წითელი, მწვანე და რუხი მოჭიქული კრამიტით.

ეკლესია წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან ნაგებობას. გუმბათი ეყრდნობა ოთხ მძლავრ ბურჯს. ჯვრის დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია. საკურთხევლის აფსიდი ქვედა ნაწილში სვეტებზე დაყრდნობილი თაღნარით იხსნება აფსიდის გარშემოსავლელში, რომელიც აღმოსავლეთ ფასადის ქვედა ნაწილიდან წინ გამოსულია. პასტოფორიუმების თავზე, II სართულის სადგომები თაღებით იხსნება ტაძრის შიდა სივრცეში. გუმბათქვეშა ბურჯებს ძლიერ პროფილირებული და მოჩუქურთმებული ბაზისები და კაპიტელები აქვთ. გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპ-აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელი შიგნიდან და გარედან შეწყვილებულ წვრილ ლილვებზე დაყრდნობილი თაღნარითაა შემკული. გუმბათში და ტაძრის კედლებზე ფრაგმენტულად შემორჩენილი არაჩვეულებრივი ფრესკები ძირითადად XI ს-ისაა. XXI ს-ში ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. გამაგრდა კედლები და აღსდგა მკლავების კამარები.

იშხნის ტაძარი თავისი არქიტექტურით, ფრესკებით, წარწერებითა და ორნამენტებით უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

+მეტამონაცემები