დადაშენი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

მთის თავზე ნაშენი დადაშენის კომპლექსი გადმოჰყურებს კოლასა და მტკვრის სათავეებს. ეკლესიის გარშემო შეინიშნება ნაგებობათა კვალი და დიდი რადიუსის მქონე გალავანი თავისი კარიბჭით, რომლის კედლის ნანგრევებში შემორჩენილია კერამიკული მილები.

ეკლესია (შემორჩენილი ნაწილების მიხედვით) ბაზილიკის ტიპისაა, საკმაოდ დიდი ზომის, აღმოსავლეთით ხუთკუთხა შვერილი აფსიდით. საკურთხევლის ფორმა მკვეთრად ნალისებრია. საკურთხევლის გვერდებზე, ვიწრო გვერდითა ნავების აღმოსავლეთ ნაწილებში სწორკუთხა პასტოფორიუმებია. სამწუხაროდ, მხოლოდ ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, რომელიც მთლიანად შემოძარცვულია.

შემორჩენილი გეგმა, სავარაუდოდ, ადრე შუასაუკუნეებისაა.

+მეტამონაცემები