ბერთა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ბერთას სამონასტრო კომპლქსი გრიგოლ ხაძთელის მიერაა დაარსებული. დღესდღეობით გადაკეთებულია მეჩეთად. შემორჩენილია მეჩეთად გადაკეთებული ბაზილიკა და დიდი ზომის სატრაპეზოს ნანგრევები. ბაზილიკას დასავლეთით მინაშენი აქვს.

ეკლესია ნაშენია შირიმის მომცრო ზომის კვადრებით. დაცულია ჰორიზონტალები. მის სამხრეთ ფასადზე შეინიშნება თაღედის კვალი. ალაგ-ალაგ იკითხება ნალესობისა და ფრესკის მცირე ზომის ფრაგმენტები. ბერთას ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, შირიმის ქვაზე ამოღარულია ოთხ სტრიქონიანი ნუსხური წარწერა. შირიმის ქვის გამოფიტვისა და გადარეცხვის გამო წარწერა ძნელად იკითხება. გამოყენებულია სინგური.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის წაკითხვით, წარწერაში მოხსენიებულია სუმბატ არტანუჯელის ძე დავით მამფალი და ამდენად, წარწერა თარიღდება 909-943 წლებით.

+მეტამონაცემები