ჭალა (ჯალა)

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

 
ჭალას დარბაზული ეკლესია გამორჩეულია როგორც სამშენებლო ხარისხით, ისე დაცულობის მხრივ.

ერთნავიანი ეკლესია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და პასტოფორიუმებით. აფსიდისწინა თაღი ოდნავ შეისრული ფორმისაა, ასევეა კონქი. აფსიდის წინ სახატე ნიშებია, სამკუთხა თავებით დაგვირგვინებული. მარჯვენა ნიშაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ ეკლესია ღმრთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. გვერდის სათავსების ზემოთ საიდუმლო ოთახებია. ცენტრალური ნავი 3 ნაწილად იყოფა მასიური პილასტრებისა და თაღების მეშვეობით.

ფასადებიც თაღნარითაა დამუშაებული, გვერდით ფასადებზე 5-5 თაღია. განსაკუთრებულად გაფორმებული ყოფილა სამხრეთი ფასადი, სადაც მცენარეული ორნამენტებით შემკული კაპიტელებია. აღმოსავლეთის ფასადი სამთაღაა და სამკუთხა ნიშებს მოიცავს. ნიშები ნიჟარისებური კონქებითაა გაფორმებული.

ყველა ფასადი და ასევე ინტერიერის კედლები კარგად ნათალი ქვებითაა ნაგები. სამშენებლო ტექნიკა და სტილისტური მახასიათებლები მშენებლობის პერიოდად X ს მიუთითებს.

+მეტამონაცემები