ხახული

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ხახული იყო დიდი და ძლიერი მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოში. სწორედ აქედან წამოიღო დავით აღმაშენებელმა ღმრთისმშობლის ხატი, რომელიც შეამკო და რომლის დასაბრძანებლადაც გელათის მონასტრის ეკლესია აღაშენა.

ხახული არის ჯვარგუმბათიანი ეკლესია, ტაოს სხვა დიდ ტაძრებთნ შედარებით მცირე, თუმც დიდად შთამბეჭდავი და მონუმენტური არქიტექტურის ხარისხითა და გაფორმების სისადავის მხრივ.
ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ქვის კვადრებით. გეგმით ესაა ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესია. გუმბათი ეყრდნობა აფსიდისწინა კედლის ორ შვერილს და ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს. დასავლეთის მკლავი დაგრძელებულია და სამნაწილიანი, დაყოფილი 3 წყვილი სვეტებისა და თაღების საშუალებით. აფსიდში არის მაღალი ნიშები სამღვდელოების დასაბრძენებელი, ცენტრალურ ნიშაში სულიწმინდის გამოსახულებაა მტრედის სახით.

ტაო-კლარჯული ტრადიციის მიხედვით ბურჯებში სამეფო და საეპისკოპოსო ნიშებია მოწყობილი. შესასვლელი ორია, დასავლეთით და სამხრეთით, ორივე დასავლეთის მკლავშია გაჭრილი.
დასავლეთის მკლავს ორი მხრით გალერეა არტყია. ეს გალერეა მოგვიანებით მიუშენებიათ, დასავლეთით ერთი დიდი დარბაზია, სამხრეთით კი უფრო ვიწრო და გრძელი. ამ მიშენების გამო სამხრეთ კარიბჭის თვდაპირველი მდიდრად შემკული პორტალი ნაწილობრივ დაფარულა.

ხახული ძუნწია რელიეფებით, აქ არაა წნული ორნამენტები, მაგრამ არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რელიეფი, მათგან გამორჩეულია სამხრეთ ფასადზე შეწყვილებული სარკმლის თავზე არწივის თითქმის სამგანზომილებიანი ფიგურა, რომელიც მცირე ცხოველს კლანჭებით იკავებს;

დასავლეთის ტიმპანის ქვაზე სიცოცხლის ხის რელიეფია, სამხრეთ მკლავის დასავლეთ კედელზე ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობელი, ხოლო ყველზე ვრცელ კომპოზიციას სამხრეთ კარის პორტალი ქმნის. სამი მხრით კარის ღიობი შემკულია რელიეფებით, აქაა გრიფონები, წმ. პეტრე და მამალი, იონა, ალექსანდრე დიდი, და ცენტრში ჯვრის ამაღლება ოთხი ანგელოზის მიერ. ყველა ეს სცენა ამაღლების თემას უკავშირდება.

ეკლესიას რამე სამშენებლო ან საქტირორო წარწერა არ აქვს. არქტექტურული თუ იდეური მაჩვენებლებით ხახულიც დავით კურაპალატის სამშენებლო ეპოქას ეკუთვნის და მისი შენებაც X საუკუნის მეორე ნახევარში უნდა განხორციელებეულიყო.

+მეტამონაცემები