შატბერდი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

შატბერდის მონასტერი დაკარგულად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შატბერდი იყო უმნიშვნელოვანესი სამწერლო სკოლა და მის შესახებ ცნობები გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიცაა მოთხრობილი, შატბერდის ლოკალიზაცია ვერც ნიკო მარმა და ვერც მომდევნო თაობის მეცნიერებმა ვერ შეძლეს. მეოცე საუკუნის მიწურულს შატბერდს მიაგნო თურქმა მეცნიერმა მინე კადიროღლუმ.

ადგილოვბრივი ტოპონიმები „შარბეთი“ (ადგილობრივები ეკლესიის ადგილს უწოდებენ) „აგარა“ (სოფელი ქვევით) „ბოსელთა“ (მინდორი ნაეკლესიარის გვერდით) „ქორუშყანა“ (ქერის ყანა, ადგილი მინდვრებში, ასევე ჩეყისჰანა) და სხვები ადასტურებენ შატბერდის, როგორც ხანძთის აგარაკისა და დიდი სამეურნეო ცენტრის არსებობას.

შემორჩენილია დიდი ჯვარ-გუმბათიანი ეკლესიის ნაშთი, გრძელი დასავლეთის მკლავით. კედლები მხოლოდ ფრაგმენტულად ჩანს, უმეტესობა მიწაშია ჩაფლული, მაგრამ რაც ხილულია, გვიჩვენებს, რომ აქ იყო დიდი ზომის ტაძარი, ნაგები მსხვილი კვადრებით, მსგავისი ოპიზისა ან ამ ეპოქის სხვა ტაძრებისა.

ეკლესიის სამხრეთით კი კედლებია ასევე დიდი ზომის სამონასტრო ნაგებობებისა, ნაგები უშველებლელი ქვის კვადრებით.

ტყეში არის უხვი წყარო, ხოლო მონასტერს ზემოდან „ბოსელთას“ ციხე დაჰყურებს.

+მეტამონაცემები