ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ფარნაკში ორი კომპლექსია, კიზ კალესი და ოგლან კალესი, რაც ქართულად ქალიშვილის და ვაჟიშვილის ციხეებს ნიშნავს.
ოგლან კალესი მდებარებს ცალკე მთის ბორცვზე, ციხესიმაგრის კედლები ლანდშაფტს მიუყვება და მოიცავს გრძელ და ვიწრო ტერიტორიას. ციხის შუაწელზე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები რომლის კედლები ტრასიდანაც კარგად მოსჩანს. გეგმით დარბაზულ ეკლესიას ჰგავს, მაგრამ თაყაიშვილის ექსპედიციის მონაცემებით ცნობილია, რომ აქ გუმბათიანი ეკლესია იდგა, კუპელჰალეს ტიპისა.
ეკლესია ნაგებია მომცრო ზომის მოწითალო ქვებით. ერთი მოსაზრებით თარიღდება IX საუკუნით, ასევე არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი პერიოდისაც XIV-XV სს შეიძლება იყოს.