ტაოსკარი I

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ტაოსკარის რვამკლავიანი ტაძარი მდებარეობს სოფ. ჩათაქსუში.

ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეების მიჯნაზე. ეკლესია ნაშენია რუხი ფერის, კლდოვანი ჯიშის, უხეშად დამუშავებული მცირე ზომის კვადრებით. ჰორიზონტალები დაცულია. გარედან მკლავებს შორის სამკუთხა ნიშებია. ნიშებში შემორჩენილია სინგურის კვალი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნიშები აქცენტირებული იყო ფერითაც. მკლავებს შორის გამოირჩევა აღმოსავლეთის მკლავი, რომელიც აფსიდით სრულდება. გუმბათი მკლავების კუთხეებს ებჯინებოდა. სამწუხაროდ, გუმბათი ჩამოქცეული, ხოლო მკლავების კედლიბის ზედა ნაწილები მონგრეულია. მიწის დონე – აწეული.

+მეტამონაცემები