სინკოთი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სინკოთის ეკლესია IX საუკუნით თარიღდება და წარმოადგენს „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ნაგებობას, გართულებულს სამმხრივი პატრონიკით. გუმბათი, კამარებისა და პატრონიკეს დიდი ნაწილი და დასავლეთ კედლის ნახევარი ჩანგრეულია. საკურთხევლის ორივე მხარეს, ვიწრო გვერდითა ნავების აღმოსავლეთ ნაწილებში აფსიდალური პასტოფორიუმებია, ხოლო პატრონიკეს დონეზე – სწორკუთხა სათავსები. პატრონიკე პილასტრებით პატარ პატარა სივრცეებად ნაწევრდება, რომლებიც ჯვრული კამარებითაა გადახურული.

ეკლესია შემოსილია თარაზულად დაწყობილი ზერელეთ გათლილი ქვის კვადრებით. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე საპირე წყობა შემოძარცვულია.

+მეტამონაცემები