სენსოპი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

მტკვრის ხეობის მარცხნივ აზიდულ ზეგანზე შემორჩენილია სენსოპის X ს-ნის დარბაზული ეკლესია სამხრეთის მინაშენით, რომლის გარშემო დიდი რადიუსით მეგალითური ნამოსახლარია.
ეკლესია ნაშენია კარგად თლილი რუხი და ჟანგისფერი ბაზალტის ქვებით. ჰორიზონტალები დაცულია.

დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხევლის მხრების კაპიტელები სადაა. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშებია. ორივე, სამხრეთისა და დასავლეთის სარკმელები თაღოვანია. სამხრეთის კედელი, სადაც კარი იყო, გამონგრეულია. სამხრეთის მინაშენიდან კი მხოლოდ დასავლეთ კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი.

ეკლესიის ინტერიერში წყობა შემორჩენილია, ფასადებზე კი ალაგ-ალაგ შემოძარცვული. ეკლესიას სადა, გადანაკეცებიანი კარნიზი კრავს, რომელიც ლორფინით იყო დაფარული.

+მეტამონაცემები