საკირე (სიკიარები)

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფლის შუაგულში შემორჩენილია X საუკუნის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, რომელიც გარშემორტყმულია სოფლის სახლებითა და საკარმიდამო მიწებით. ნაგებია მოწითალო და რუხი ფერის ბაზალტის ქვით. პერანგის ქვა კარგად არის გათლილი და სწორ მწკრივებად დალაგებული. ფასადებზე ბოლნურჯვრიანი ქვებია ჩატანებული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე და ქვედა ნაწილში, ასომთავრული ლაპიდარული წარწერებია.

ეკლესიას ტიმპანიანი კარი აქვს დასავლეთით. სამხრეთ კედელში მოწყობილია მიჰრაბი. აფსიდის სარკმლის აქეთ-იქით სწორკუთხა ნიშებია. შემორჩენილი თაღის იმპოსტი მარტივი გეომეტრიული ფორმისაა. გადახურვა ჩამოქცეულია.

მეზობელად მდგარი სახლის ეზოში დიდი ტიმპანის ქვა დევს.

+მეტამონაცემები