პარეხთა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

პარეხთა, ბერთისა პარეხნი, პარეხი. მის შესახებ ცნობები მოთხრობილია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ და ასევე „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. როგორც ჩანს მონასტერი აქ ჯერ კიდევ გრიგოლის ეპოქამდეც არსებობა.

ათორმეტ სავანეთაგან ერთ-ერთია, მდებარეობს კლარჯეთში, კარჩხალას ხეობის კლდოვან და უხვი ჩანჩქერებით გამორჩეულ ადგილას. მონასტერი ორ კლდეს შორის პლატოზეა გაშენებული და შუა წელზე ფარდასავით ეფინება ზემოდან გადმომავალი თხელი ჩანჩქერი.

სამონასტრო ნაგებობებიდან შემორჩენილია სამნავიანი ბაზილიკა, დარბაზული ეკლესია და სხვადასხვა სამონასტრო ნაგებობები. ციკლოპური ქვებით ნაშენი დიდი დარბაზი სატრაპეზოდ არის მიჩნეული. შემდეგი არის სპეციალურ სუბსტრუქციაზე მდგარი ბაზილიკური ეკლესია, სამნავიანი, დაყოფილი ორი წყვილი სვეტებით, აღმოსავლეთით აფსიდითა და პასტოფორიუმებით. ამ ეკლესიას სამხრეთით კარი კლდის პირას იხსნება. ჯობაძის მოასზრებით, აქ იყო აივანი, საიდანაც დიდებული ხედი იხსნებოდა.

მეორე ეკლესია არის მართხკუთხა მოხაზულობის დარბაზი აფსიდით. ჩრდილოეთით მიდგმული აქვს გრძელი სათავსი, სადაც ჯობაძემ ქვევრები ნახა, სავარაუდოდ ევქარისტიული ღვინის შესანახი. ამ ეკლესიებიდან აღმოსავლეთით, კლდის თაროზე ვიწრო ბილიკის გავლით, არის მესამე დარბაზული ეკლესია, რომლის საკურთხეველიც კლდეშია შეჭრილი. სამხრეთისა და დასავლეთის კადლები დანგრეულია, სამხრეთის – ნაწილობრივ.

ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ნაპოვნია შავი საღებავით დატანილი ნუსხური წარწერა.

+მეტამონაცემები