ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფელ კოფრულუში ოქრობაგეთის ეკლესიის მოზდრილი ნანგრევებია.
შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი, კერძოდ საკურთხეველი და მის გვერდით, სწორკუთხა პასტოფორიუმები. აღმოსავლეთის მხრიდან ტაძარი მთის ფერდშია ჩაჭრილი და ნახევრად მიწაშია, ამიტომ საკურთხევლის ცენტრალური სარკმელი ლენტურია და საკმაოდ მაღლაა გაჭრილი, ხოლო პასტოფორიუმებს აღმოსავლეთით სწორკუთხა ნიშები, ხოლო სარკმელები გვერდითა კედლებზე აქვს გაჭრილი. პასტოფორიუმებს ძალზე დახვეწილი, მაღალი პროპორციები აქვთ. საკურთხევლის მრგვალი სარკმლის ქვეშ სწორკუთხა ნიშია.
ეკლესია ნაშენია რუხი და მოყავისფრო უხეშად დამუშავებული კლდოვანი ჯიშის ქვებით. კონსტროქციულ ნაწილებში ნახმარია კარგად დამუშავებული ბაზალტის ქვები. ჰორიზონტალები დაცულია.
იკითხება მთელი ტაძრის პერიმეტრი. მისი მასშტაბურობა გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია გუმბათიანი ნაგებობა იყო.
შემორჩენილი ფრაგმენტებისა და დეტალების გათვალისწინებით ეკლესია X საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.