ნოქალაქოი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კმ-ში, ერუშეთის წყლის მარცხენა ფერდზე, სოფ. ურთან აღმოჩნდა უზარმაზარი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი. ეს არის შვიდსართულიანი, 150-200 მეტრზე გაჭიმული კლდის ქალაქი თვისი ეკლესიებით, დარბაზებით, გვირაბებით, ამოშენებული კედლებით, სადაც წყობა კვლავაც შენახულია.

კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი დიდი ეკლესია ჩრდილოეთის პასტოფორიუმით. დარბაზი სრულდება ბემიანი საკურთხევლით. სწორკუთხა პასტოფორიუმს ორი კარი აქვს. ერთი უკავშირდება საკურთხეველს, ხოლო მეორე – დარბაზს. ეკლესიას სამხრეთიდან ხუთი სარკმელი აქვს შემორჩენილი. კლდის ქვედა ნაწილი, სადაც კარი იყო გაჭრილი მონგრეულია, თუმცა მისი ტიმპანის კუთხეში შერჩენილია ნალესობის და მოხატულობის კვალი. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ღრმა ნიშია. დასავლეთის კედელი შელესილი და ძლიერ გაჭვარტლულია. შესაძლოა გაწმენდის შედეგად ფრესკის კვალი გამოვლინდეს. ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი სივრცე ჰქონდა, რომელიც მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულია.

+მეტამონაცემები