კავკასიძეების ეკლესია

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ილჩეს ცენტრ იუსუფელიდან ჭოროხს აყოლებისას, 4კმ-ში, სოფ. თექქალესთან, ე.წ. კავკასიძეების ციხე მდებარეობს. ციხის მისასვლელი აჟამად იმდენად ჩამონგრეულია, რომ მასზე ასვლა სპეციალური მოწყობილობების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ციხის ჩრდილოეთ ნაწილში ქვით ამოშენებულ სუბსტრუქციაზე მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, რომელიც სუფთად თლილი მართკუთხა კვადრებითაა შემოსილი. ეკლესიის ინტერიერში დასავლეთიდან გაჭრილი კარით შეიძლება მოხვედრა. აღმოსავლეთის სარკმელი დაზიანებულია და თითქმის ძირამდეა მორღვეული. ეკლესია მოხატულია და სამშენებლო წარწერაც ახლავს, რომლის მიხედვითაც იგი პარხლელ ფეოდალ მურვან კავკასიძეს აუგია.

+მეტამონაცემები