ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
თუქრაშენის დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად თლილი, ფერადი ქვებით. ჰორიზონტალები დაცულია. ეკლესიის გადახურვა ჩამოქცეულია. აღმოსავლეთისა და სამხრთის კედლის შუა ნაწილები გამონგრეულია. აფსიდში სარკმლის აქეთ-იქით მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. დარბაზს სამხრეთით ჰქონდა კარი, დასავლეთით – სარკმელი. დარბაზი წყვილი პილასტრით ორად იყოფა. შემორჩენილი ფრაგმენტების საფუძველზე ეკლესია X საუკუნეშია ნაშენი.