ზეგანი (ზაქი)

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ზეგანის X ს-ნის ეკლესია ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ეკლესია ერუშეთის ზეგანზე ერთ-ერთი უდიდესი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა იყო.

1960-იან წლებში აფეთქების შედეგად, შვერილაფსიდიანი ტრიკონქიდან მხოლოდ სამხრეთის მკლავი, დასავლეთ მკლავის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი და სამხრეთის კედლის ფრაგმენტი შემორჩა. აქვეა აფეთქებული ტაძრის გუმბათის ქვები, ორნამენტირებული სარტყლის ფრაგმენტები. ეკლესია ნაგებია კარგად თლილი კვადრებით.

ტაძრის შვერილ აფსიდსა და მკლავებს შორის სამკუთხა ნიშებია. პასტოფორიუმებში შესვლა გვერდითა აფსიდებიდან ხდება. ეკლესიის გუმბათი შემკული იყო თაღნარით და გადახურული იყო ტეხილ ძირიანი ლორფინით. სამწუხაროდ, სამხრეთ მკლავის კარის ტიმპანის საქტიტორო რელიეფიანი ქვა დაკარგულია.

+მეტამონაცემები