ვაშლობი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სოფ ოვიუნდუს ბაღებში, ვაშლობის სახელით ცნობილი ეკლესიაა აგებული. დარბაზს სამხრეთიდან ორთაღედით გახსნილი ეკვდერი აკრავს, საიდანაც ეკლესიის ცენტრალური დარბაზის გარდა, ჩრდილოეთით, ვიწრო კიბით ნარტექსის თავზე არსებულ პატრონიკეში ვხვდებით. ეკლესიის კედლის პერანგი მოღვინისფრო ქვებითაა ნაშენი, რომლებიც თარაზულადაა დაგებული და საკმაოდ დიდი ზომისაა. დარბაზის შვერილი აფსიდა 5 წახნაგაა. გადახურვა მხოლოდ ეკვდერს და ნარტექსის ქვედა სართულზეა შემორჩენილი.

+მეტამონაცემები