ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ეზბეკის არქიტექტურული კომპლექსი განლაგებულია მაღალი ქარაფის თავზე, ტაფობზე და მასში IX საუკუნის ბაზილიკა, XIV-XV სს-ების დარბაზული ეკლესია, კოშკი, გალავანი და კარიბჭე ერთიანდება. ბაზილიკა ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა კვადრებით, ჰორიზონტალები იკითხება. ფრაგმენტულად შემორჩენილია მოჭიქული, ტერაკოტას ფერი კრამიტის გადახურვა. შუა ნავის კამარა ჩამონგრეულია. გვერდითა ნავები ცენტრალურ ნავთან შედარებით ძლიერ ვიწროა. პროპორციები – ამაღლებული. გვერდითა ნავები აღმოსავლეთით პასტოფორიუმებით სრულდება, ხოლო ცენტრალური ნავიდან ორ-ორი თაღითაა გამოყოფილი. ბაზილიკის საკურთხეველში ფრაგმენტულად შემორჩენილია გახუნებული ფრესკები.