ბერკი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ბერკის დარბაზული ეკლესია სამხრეთის მინაშენით აგებულია X საუკუნის I ნახევარში. წყობა ჯავახურია. ნაშენია რუხი ფერის ბაზალტით, ხოლო აქცენტები გაკეთებულია წითელი ქვებით. მაგ: დასავლეთის სარკმლის თავსართი ქვა ბოლნური ჯვრის გამოსახულებით, ორ საფეხურიანი ცოკოლის II რიგი და კონქისქვედა რიგები.

ეკლესიის კამარა ჩანგრეულია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარები, აფსიდის სარკმლის საპირეები და აფსიდის შუა ნაწილი განგრეულია, ხოლო სამხრეთის მინაშენიდან მხოლოდ აფსიდის ნაშთია შემორჩენილი.

+მეტამონაცემები