ბაღჩალო ყიშლა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ბაღჩალო ყიშლა მარტივი აგებულების ტრიკონქია, სამი აფსიდით, რომელთაც ოდნავ ნალისეური ფორმა აქვთ. აფსიდებს ბემები არ ჰქონია. ისინი ერთმანეთს ისე ედგმის, რომ მათ შორის შეჭრილი მართი კუთხე წარმოიქმნება. დასავლეთი სწორკუთხა მკლავი დაგრძელებულია, ტრკონქისაგან ის მარტივი პროფილის პილასტრებით იმიჯნება. სწორკუთხა მკლავის კედლები სადა იყო, პილასტრების გარეშე. საკურთხეველს არ ჰქონია დამატებითი სათავსები. არსებული მონაცემებით, არც რაიმე მინაშენის კვალია დაფიქსირებული.

ექსტერიერში ოთხივე მკლავი სწორკუთხაა. ნაგებია უხეშად ნათალი მცირე ზომის კუბიკებით სქელ დუღაბზე. სავარაუდოდ ტაძარი, თავისი მასშტაბის, კომპოზიციის სისადავისა და ინტერიერისა თუ ექსტერიერების გათვალისწინებით, IX საუკუნისაა.

+მეტამონაცემები