ახტალა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სამონასტრო კომპექსი მდებარეობს სოფ. ახტალაში. აქ შედის 4 ეკლესია, სატრაპეზო, ციხე-გალავანი და კოშკი. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XIII საუკუნის დასაწყისში დაარსდა ივანე მხარგრძელნა, რომელიც ამავე მონასტერშია დაკრძალული, მთავარი ტაძრის სამხრეთ დასავლეთიდან მიდგმულ ეკვდერში.

ინტერიერი თითქმის მთლიანად მოხატულია, კედლის მხატვრობას ქართული ასომთავრული და ბერძნული წარწერები ამშვენებს. ტაძარში მდებარე საფლავის ქვებს ქართული წარწერები აქვთ. გუმბათი მორღვეულია და სპეციალური კონსტრუქციითაა დაფარული.

+მეტამონაცემები