ანისის ქართული ეკლესია

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ანისში გურჩუ ქილისე-დ წოდებული მცირე ეკლესიის ნანგრევები ცენტრალური, ლომების კარიბჭის პირდაპირ მდებარეობს, ცეცხლის ტაძრის სიახლოვეს.

ეს იყო დარბაზული ეკლესია, ნაგები კარგად ნათალი ქვის კვადრებით, ინტერიერი 3 ნაწილად იყოფა ლილვებითა და თაღნარით. პირველ სართულზე არის დიდი თაღიანი კრიპტა. ამჯერად მთლიანად დანგრეულია დარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი.

ეკლესია გათხარა და მოგვიანებით გამოაქვეყნა ნიკო მარმა. სამხრეთ კედლის ნანგრევებში მან აღმოაჩინა ვრცელი წარწერა, რომელიც ახლა დაკარგულია. 30 სტრიქონიანი წარწერა ეკუთვნოდა ეპიფანე მცხეთის კათალიკოსს და ის ანისის მოქალაქეებსა და ეკლესიას შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირებას და გადასახადების დაკანონებას ეხება. ეს წარწერა 1218 წლით თარიღდება და ამის გამო ეკლესიის მშენებლობის პერიოდადაც 13 საუკუნე იყო მიჩნეული. თუმცა ეს წარწერა არ შეიცავს მშენებლობის შესახებ არანაირ ცნობას და დამათარიღებლად ვერ გამოდგება. ი. გივიაშვილის მოსაზრებით ეკლესია მარიამ დედოფლის პირადი სამლოცველო უნდა ყოფილიყო და ანისში ქართველთა ყველაზე ძველი ტაძარი, რის გამოც გამოიყენეს მისი კედლები მცხეთის ეპისკოპოსის მესიჯების განსათვსებლად. ამდენად, ამ ტაძრის შენება მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში უნდა განხორცილებეულიყო.

ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, თაღებს ქვეშ ორი ფიგურული კომპოზიციაა, ქვაში ნაქანდაკევი, ელისაბედის და მარიამის შეხვედრა და ხარება, თეთრი საღებავით მიწერილი აქვს ასომთვრულად განმარტებითი წარწერები.

მცირე ქვაში ნაკაწრი ასომთავრული მინაწერები ეკლესის გარე ფასადზეც არის.

+მეტამონაცემები