სედვი I

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

 
მონასტერი მდებარეობს აქორიდან კაჩაკუტისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ტყიან გარემოში. დარბაზულ ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან კარის ღიობები აქვთ გაჭრილი, რომელთაგან სამხრეთისას მძლავრი კარიბჭე აქვს მიდგმული. აღსანიშნავია აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში გაჭრილი სამმაგი მართკუთხა მოჩარჩოების სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში მინაშენში გასასვლელი კარია გაჭრილი. ორფერდა სახურავს მარტივად პროფილირებული კარნიზი შემოუყვება.

ეკლესია ლორფინით იყო დაბურული. არქიტექტურული ნიშნებით ტაძარი XIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული.

+მეტამონაცემები