აქორი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

აქორის ეკლესია მდებარეობს სოფ. აქორიდან 2 კმ-ში მთის ფერდის დავაკებულ ადგილას საიდანაც დებედას ხეობაზე ფართო ხედი იშლება. ტაძარზე ეპიგრაფიკა არ შეინიშნება, თუმცა სტილისტურად იმდენად მსგავსია XIII საუკუნის ანალოგიურ ქართულ ტაძრებთან, რომ ეჭვგარეშეა მისი ქართული წარმომავლობა. სამნავიან ბაზილიკაზე აღსანიშნავია სამკუთხანიშიანი აღმოსავლეთ ფასადი ტრადიციული დეკორატიული სისტემით. კუთხეებს შეწყვილებული ლილვები აუყვება რომლებიც შუა ადგილას წრიულ კვანძს ქმნის. სამხრეთის და დასვლეთის კარის ღიობებს მდიდრული პორტალები აჩარჩოებს; ჩრდილოეთის კარი კი სადა და მარტივია. კედლის პერანგი სუფთად თლილი, თარაზულად გაწყობილი რუხი ფერის ქვებითაა გაწყობილი.

+მეტამონაცემები