წრიოხის ღვთისმშობელი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. წრიოხის დარბაზული ეკლესია ძლიერაა დაზიანებული: მთლიანად ჩამოქცეულია კამარის დასავლეთი მონაკვეთი, დანგრეულია და აღმოსავლეთი მონაკვეთი, სამხრეთ კედლის უმეტესი ნაწილი და მისი მიმდებარე დასავლეთ კედელის კუთხე. სამხრეთიდან არსებული მინაშენი სრულიად განადგურებულია. შედარებით უკეთაა შემონახული აფსიდი სარკმლითა და ორი ნიშით, კონქი, აფსიდისპირა პილასტრები და ტრიუმფალური თაღი, ასევე დასავლეთ კედლის ნაწილი მასზე არსებული სარკმლით. შემორჩენილია პილასტრი ჩრდილოეთ კედელზეც. პასტოფორიუმები არაა, აფსიდი სწორ კედელშია ჩაწერილი. დარბაზი პილასტრების ერთი წყვილის საშუალებით იყო დანაწევრებული. პილასტრები მასიური, ორსაფეხურიანია, ტრაპეციისებრი კაპიტელებით და ჰორიზონტალური პროფილებით, მათზე გადაყვანილია დიდი ზომის ქვის კვადრებით ნაგები, მძლავრი საბჯენი თაღით (ამ უკანასკნელისგან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი მხარე). ინტერიერში სახეზეა ნალესობის ფრაგმენტები და პიგმენტის კვალი.
ეკლესია აგებულია უხეშად დამუშავებული ქვით. კარგად გათლილი კვადრები გამოყენებულია მხოლოდ კონსტრუქციულ ნაწილებში. წყობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ფასადებზე (განსაკუთრებით, ვიწრო ფასადებზე) მოგრძო ფორმის ქვების ვერტიკალურად დაყენება. სავარაუდოდ, ეკლესია IX ს-ით თარიღდება.

+ფოტოგალერეა
  • tsriokhi-ghvtismshobeli
+მეტამონაცემები