წრიოხის ციხე

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

წრიოხის ციხე (41°44’22.96″N 43°07’55.75″E 1274 მ) სოფლიდან ორიოდე კილომეტრში მაღალ კლდეზეა გაშენებული. შემონახულია მაღალი გალავნის ფრაგმენტები, ნახევარწრის ფორმის გოდოლი სამი სარკმლით, კარიბჭე, წყლის რეზერვუარები და სხვ. ციხის ტერიტორიაზე დარბაზული ეკლესია ფიქსირდება. წრიოხის ციხის ეკლესია გალავნის შიგნით არსებულ ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე დგას. მცირე დარბაზული ნაგებობის კამარა ჩამოქცეულია, გამორღვეულია სამხრეთი კედელი, პერანგის ქვები თითქმის მთლიანად შემოცლილია. ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, დარბაზი, რომელიც განივი მართკუთხედის ფორმისა, თითქმის აფსიდის ტოლია. აფსიდი ნახევარწრიულია, გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილი, აქვს ორი მცირე სწორკუთხა ნიში და ერთი სარკმელი. აფსიდის შვერილები ოდნავ ასიმეტრიულადაა განლაგებული, რის გამოც აფსიდისპირა თაღიც გადახრილია სიმეტრიის ღერძიდან. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ყველა ფასადზე თითო სარკმელი იყო. დასავლეთ კედელზე, კარის თავზე, ნალესობაა შემორჩენილი, მასზე საღებავის კვალი განირჩევა.

+ფოტოგალერეა
  • tsriokhi-castle
+მეტამონაცემები