სოლომონკალა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ევბაკანის სიახლოვეს ეროზირებულ, კლდოვან მასივში სოლომონკალას კლდეში ნაკვეთი ეკლესია, საძვალე და დამხმარე სათავსებია.

მთავარი ეკლესია, სადაც დასავლეთით გაჭრილი კარიდან ვხვდებით, გუმბათით დასრულებულ კვადრატს წარმოადგენს, აღმოსავლეთით საკურთხევლით და ჩრდილოეთით საძვალეში გასასვლელი კარით. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატულია და იქ ნახსენები ყვარყვარე ათაბაგის წარწერის მიხედვით 1482 წელსაა შესრულებული.

საძვალეში 3 სამარხია, რომლებიც პირწმინდად გაძარცვულია.

+მეტამონაცემები