ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ილჩეს ცენტრ ისპირში, ისტორიულ სპერში, დაბის ცენტრში აღმართულ კლდოვან ბორცვზე ციხის შიდა ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებია. იქვეა სელჯუკური ძველი ჯამეც.
ეკლესია შვერილ აფსიდიანია როგორც ცენტრალური საკურთხევლით, ასევე პასტოფორიუმის აფსიდებითაც. დასავლეთიდან მოზრდილი ნარტექსია შემორჩენილი. აღმოსავლეთის კედლებზე პერანგის ქვებია შემორჩენილი, რომლებიც სუფთად თლილ მოყვითალო კვადრებს წარმოადგენს და თარაზულადაა დალაგებული. საკურთხევლის შვერილი აფსიდა 5 წახნაგაა, გვერდითა შვერილი აფსიდები კი ნახევრადწრიული.
ტაძარი IX-X სს უნდა იყოს აგებული.