დორთქილისე II

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

დორთ ქილისას ტრიკონქი ამჟამად ძლიერ არის დანგრეული. გეგმარების მხრივ სამაფსიდიანი კომპოზიციის ორიგინალურ ვარიანტს წარმოადგენს. ეს უპირატესად მისი გარე მოცულობების მოწყობაში გამოიხატება. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთი მკლავები გეგმაში ერთნაირი ზომის ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდებია. აფსიდალურ მკლავებზე ორჯერ ღრმა დასავლეთის სწორკუთხაა მკლავი სადა და დაუნაწევრებელია. გუმბათქვეშა კვადრატისაგან მას არც დამატებითი პილასტრები გამოჰყოფს. როგორც გეგმის მიხედვით ჩანს, ინტერიერი მარტივი და სადა აგებულების იყო.

სამწახნაგა შვერილი აფსიდების გამო დორთ ქილისას ტრიკონქს გარე მასებში ჩვენთვის ცნობილი ამავე ტიპის სხვა ძეგლებისაგან მკვეთრად განსხვავებული იერი ექნებოდა.

დათარიღებისას გასათვალისწინებელია სამშენებლო ტექნიკა: უხეშად ნათალი მცირე ზომის კუბიკები, სქელ დუღაბზე ეწყობა, რაც ძირითადად VIII-IX სს-სთვისაა დამახასიათებელი. ვითვალისწინებთ რა ტაძრის მცირე ზომებს, გეგმის სიმარტივეს, კომპოზიციის სისადავეს და ერთგვარ ტექტონიკურობას, რომელიც ინტერიერში შეიგრძნობა, ვფიქრობთ, რომ დორთ ქილისას აშენების დრო IX ს-ის ფარგლებში უნდა მოექცეს, არა უგვიანეს ამ საუკუნის დასასრულისა.

+მეტამონაცემები