არტანუჯის პეტრე-პავლე

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

არტანუჯის ციხის ტერიტორიაზე, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია IX ს-ის ეკლესიის ნანგრევები.

ეკლესია 810-820 წლებში ააგო აშოტ კურაპალატმა, რომელიც შემდეგ აქვე დაიკრძალა. ეკლესია დარბაზულია ჩრდილოეთის მინაშენით, რომელსაც ჩრდილოეთიდან კიდევ ერთი სათავსი ჰქონდა მიდგმული, ხოლო ყველა ამ ნაწილს დასავლეთის მხრიდან ნარტექსი აერთიანებდა.

ეკლესია ნაგებია ადგილობრივი მოთეთრო-მოყვითალო მკვრივი კლდოვანი ქვით. ეკლესიის დასავლეთის მხარე თითქმის მთლიანად დანგრეულია, ხოლო აღმოსავლეთის მხარე 2-3 მ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი.

+მეტამონაცემები