თათალეთი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფელ თათალეთის კიდეში შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია მომცრო ზომისაა. დარბაზს აღმოსავლეთით ამთავრებს საკურთხეველი, რომელიც დარბაზიდან დაბალი პილასტრითა და თაღითაა გამოყოფილი. პილასტრის კაპიტელზე ჰორიზონტალური შეწყვილებული ლილვებია. დასავლეთის კარი და საკურთხევლის სარკმელი გამონგრეულია.

კონქის ჩრდილოეთ ნაწილი ჩამოქცეულია. გადახურული იყო მაღალი ორქანობა სახურავით, რომლის საბურველი შენარჩუნებული არაა. სავარაუდოდ, ეკლესია XIV-XV სს-ებისაა.

 

Tataleti

Ruins of a hall-type church survive on the outskirts of the village of Tataleti. The hall of this small church ends in the chancelon the east. The hall and the chancel are separated by means of a low pilaster and an arch. The pilaster capital has coupled horizontal shafts. The west door and the chancel window are destroyed. The north part of the conch is ruined. The church used to have a double-pitched roof which has lost its cover.

The church was presumably bulit in the 14th-15th century.

+მეტამონაცემები