ჩაისი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

დარბაზული ეკლესია ამჟამად გამოიყენება როგორც მეჩეთი და კარგად არის დაცული. ნაგებია სხვადასხვაფერი კარგად თლილი კვდრაბით, რომელშიც ჭარბობს რუხი ბაზალტი. ჰორიზონტალები მეტ-ნაკლებადაა დაცული. შერჩენილი აქვს ორფერდაა ლორფინის გადახურვა, კარი ჩრდილოეთიდანაა, ხოლო ძველ სარკმელებს (თითო-თითო – აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით) მეჩეთისთვის დამატებული აქვს 3 განიერი ფანჯარა (2 სამხრეთით და 1 დასავლეთით). მხოლოდ მეჩეთის ფანჯრებია ამოჭრილი.

დარბაზის გრძივი კედლები პილასტრებით სამ-სამადაა დაყოფილი. კამარა პილასტრებზე დაყრდნობილ თაღებზე გადადის. აფსიდს ჩრდილი-აღმოსავლეთით ერთი პატარა მართკუთხა და მეორე დიდი ზომის თაღოვანი ნიშა აქვს.

სავარაუდოდ, ეკლესია XIV-XV სს-ში უნდა იყოს აშენებული.

+მეტამონაცემები