ტბეთი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფელ ჯევიზლის შუაგულში, გაშლილ ადგილას, დგას ერთ დროს უმშვენიერესი ტბეთის ტაძრის ნანგრევები,

ჯვარგუმბათოვანი ეკლესია კარგად იყო შემონახული, მაგრამ 1961 წელს აფეთქების შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანდა და ნანგრევებიღა შემოგვრჩა.

ეკლესიაზე განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა: I – X ს-ის დასაწყისი; II – XI ს-ის II ნახევარში აშენდა რვამკლავა შვერილაფსიდიანი ტაძარი, რომლის ფრაგმენტები (ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში) აფეთქების შედეგად კარგად გამოჩნდა; III – X ს-ის ბოლოს გადაკეთდა ჯვარგუმბაოვან ნაგებობად; IV – XI ს-ის I ნახევარში ნაწილობრივ განახლდა ტაძრის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები; V – XIII ს-ის II ნახევარში აღადგინეს სამხრეთ მკლავი; VI – XIV ს-ში განახლდა გუმბათი.

ამდენი სამშენებლო ფენის არსებობამ ასახვა ჰპოვა ძეგლის ორნამენტებში.

გარე მასებში მკვეთრად გამოკვეთილი ჯვრული მასები გუმბათით იყო დაგვირგვინებული.

ტბეთის ეკლესია ნაშენია კარგად თლილი ბაზალტის კვადრებით. ჰორიზონტალები მკვეთრად დაცულია. აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავის ფრონტონიანი ფასადები სამ-სამი თაღით იყო გაფორმებული. გამოირჩევა ლილვებიანი პილასტრების ბაზისები. სარკმლების საპირეები, ორნამენტირებული წარბები, ლუნეტები, წნული ჯვრები, კარნიზები.

ეკლესიის საკურთხევლის ორივე მხარეს ორსართულიანი პასტოფორიუმებია განლაგებული. კონქში შემორჩენილია XII ს-ის მოხატულობის ფრაგმენტები.

+მეტამონაცემები