ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სათლეს ეკლესია რთული ხუთნავიანი ნაგებობაა და სამი ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. უძველესია IX-X საუკუნეების მიჯნაზე აგებული ბაზილიკა, შემდეგ X ს-ის შუა ხანებში სამხრეთიდან ორნავიანი ბაზილიკა მიუშენდა, რომლის სამხრეთის ნავი უფრო განიერია და საკურთხევლით სრულდება. XIV-XV სს-ში მათ შორის მეორე სართულის სათავსი ჩაიდგა, სამნავიანი ბაზილიკის სამხრეთ კედელი მოინგრა, ორი ეკლესია გაერთიანდა და მთლიანად ხუთივე ნავი ორქანობა სახურავით გადაიფარა.
ეკლესია ნაშენია უხეშად დამუშავებული, მომცრო, თანაბარზომიერი ქვებით. სარკმლებისა და კარის ღიობების თავზე არის რელიეფური თავსართები. ფასადებზე მედალიონებში გამოხატული ტოლმკლავა ჯვრებია. ეკლესიას სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შესასვლელი კარები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და დასავლეთის კარები ამოშენებულია. ორნავიანი ბაზილიკის შეთეთრებული ზედაპირების ქვეშ ფრაგმენტულად მხატვრობის კვალი შეიმჩნევა, ხოლო მის საკურთხეველში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გამოსახულებაა.