სოფ. ჭუბურხინჯის წმ. გიორგის ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გალის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭუბურხინჯი.

კომპლექსში შემავალი ნაგებობა: ეკლესია.

აგების თარიღი: XIX საუკუნე.

არქიტექტურული აღწერა: სოფ.ჭუბურხინჯში  მდებარეობს  ჯვარგუმბათოვანი ტიპის წმ. გიორგის  ეკლესია.  მისი თავდაპირველი  ნაგებობა განეკუთვნება XI  საუკუნეს. XIX საუკუნის II ნახევარში მრევლის ინიციატივით  ტაძარი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ  და წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელზე უკურთხებიათ. თუმცა მოსახლეობა ტრადიციის  მიხედვით, ტაძარს დღესაც  წმ. გიორგის ეკლესიას  უწოდებს. ტაძრის შემორჩენილი  ფასადის დათვალიერებისას კარგად მოჩანს  XI საუკუნის  ქართული ქრისტიანული  ხუროთმოძღვრებისათვის  დამახასიათებელი  ცალკეული დეტალები.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

+კლასიფიკაცია