სოფ. ჯირღულის ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯირღული.

აგების თარიღი: გვიანი შუა საუკუნეები.

არქიტექტურული აღწერა: დარბაზული ტიპის ეკლესია სრულიად დანგრეულია. აღმოსავლეთით აქვს შვერილი, ნახავარწრიული აფსიდი. კედლები ზოგან შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებია ფლეთილი და თლილი კვადრებით.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

 

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია